საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ90-კმ98 (დიზი-ლახამულა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია ცალმხრივად.
ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები რათა, უმოკლეს ვადებში ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის გადაადგილება შეუფერხებლად განხორციელდეს.