ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მილიონზე მეტი ადამიანი სინათლის გარეშე დარჩა. ელექტროენერგიის მასიური გათიშვა იყო დაფიქსირებული ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის და მასაჩუსეტსის შტატებში. ასევე უამინდობა შეეხო სხვა შტატებსაც.
გუშინ აშშ-ში ავიარეისების უპრეცენდენტო რაოდენობა გადაიდო, ზოგიერთ რეგიონში 60 სანტიმეტრიანი თოვლი მოვიდა, რასაც დაერთო ძლიერი ქარი 22 მეტრი წამში. სტიქიას მინიმუმ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას დიდთვლობის და ქარიშხალის გამო აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 8 ადამიანი დაიღუპა და ასობით ათასი სინათლის გარეშე დარჩა. ინფორმაციას tass-ი ავრცელებს.