31 ივლისს, ბათუმის ახალ ბულვრში, ღია ცის ქვეშ ფრანგი DJ Maia K ვოკალისტებთან და მოცეკვავეებთან ერთად გრანდიოზულ კონცერტს გამართავს. კონცერტზე დასწრება უფასო იქნება და ნებისმიერ ტურისტსა თუ ადგილობრივ მცხოვრებს საშუალება მიეცემა მოისმინოს ფრანგი Dჟ შემოქმედება და შესაბამისად კარგადაც გაერთოს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ კულტურული ღონისძიებებისა, რაც 2010 წლის ტურისტულ სეზონზე აჭარაში იგეგმება.