ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში გამთენიისას ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სადენები იყო. მთლიანად დაიწვა შენობის მე-3 სართულზე არსებული სამხედრო სამსახურის უფროსის მოადგილის სამუშაო ოთახი.
ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.