აჭარის მთავრობა სარფის სასაზღვრო პუნქტზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დიდი ხანია იმყოფებიან თურქეთის მხარეს გამშვებ პუნქტზე,უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, სასმელი წყლითა და აუცილებელი პირობებით.
"სარფის სასაზღვრო პუნქტზე მთელი დღის მანძილზე მოძრაობა შეფერხებებით მიმდინარეობდა. შექმნილი სიტუაციის დროულად დარეგულირების საქმეში შესაბამის სამსახურებთან ერთად ჩართულია აჭარის მთავრობის წარმომადგენლები. ისინი აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებიან ერთის მხრივ საქართველოს მოქალაქეებთან, მეორე მხრივ თურქეთის საკონსულოსა და საბაჟოს ხელმძღვანელობასთან.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დიდი ხანია იმყოფებიან თურქეთის მხარეს გამშვებ პუნქტზე,უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, სასმელი წყლითა და აუცილებელი პირობებით.
შექმნილი სიტუაცია გამოიწვია თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე -„სარფი" საპოლიციოკონტროლის ელექტრონული სისტემის გათიშვამ. ქართული მხარე 24/7 რეჟიმში მუშაობას განაახლებს მაშინვე, როგორც კი თურქეთის მხარეს, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი" შეძლებს მგზავრებისა და ტვირთების მომსახურებას", - წერია განცხადებაში.