„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და ბაკურიანის გამგებელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
გამგეობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ და ბაკურიანის გამგებელს მოსთხოვეს, უარი თქვას ხელფასის გაორმაგებაზე.
„ხელი აიღეთ ბიუჯეტის ხარჯზე ხელფასის გაორმაგებაზე. ერთადერთი ეგ მინდა. თქვი ხელფასის გაორმაგებაზე უარი და კაციშვილი არ შეგაწუხებს. ბიუჯეტს გაეშვი“, - მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბაკურიანის გამგებელს, რის შემდეგაც ბაკურიანის გამგებელმა ხაბეიშვილს ნაძირალა უწოდა და უთხრა, რომ საქართველოსთვის მას სისხლი გაუღია.
გამგეობასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბაკურიანის გამგებელს და საკრებულოს უმრავლესობის წევრებს ხელფასების გაორმაგება სურთ.