შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე, მეწყრული პროცესების გააქტიურების შედეგად, განმეორებით ჩამოვიდა მიწა კლდის-ნაშალი.
როგორც საავტომობილო გზების დეპარმტამენტიდან „ჯი-ეიჩ-ენს“ აცნობეს, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს.
შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.