თევდორე მღვდლის ქუჩაზე ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის გამო, გუდიაშვილის მოედნის სკვერის რეაბილიტაციის დაწყება დროებით გადაიდო - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რეაბილიტაციის პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს უნდა დაწყებულიყო.
თბილისის განვითარების ფონდმა გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი 17 თებერვალს დაიწყო.
უკვე დასრულებულია ძეგლების კონსერვაციის, კომუნიკაციების შეცვლის და დაპროექტების შემდეგ იწყება აღდგენითი სამუშაოები.
ხანძარი დიდუბეში, თერგის ბაზრობაზე ხანძარი 27 თებერვალს, ღამით გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი.
გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია მინიმუმ 3000 კვ.მ. ფართობი.
მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის მოკიდებით სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს