საქართველოში მგზავრებს ტაქსიში ყველაზე ხშირად ტელეფონები, საფულეები და ხელთათმანები რჩებათ. Yandex.Taxi-ს ინფორმაციით, ტაქსიში დარჩენილ უჩვეულო ნაპოვნს ნივთთა შორისა: სათლი, იხვი (არ იყო მითითებული რა მდგომარეობაში), ტკბილი ღვეზელებით სავსე კალათა, საბურღი ინსტრუმენტები, ყელსაბამი და ქათამი ტაფაზე.
ახალი წლის ღამეს მათ დაემატა მუსიკალური დინამიკები, ტორტი “ნაპოლეონი” და რამდენიმე შეფუთული საჩუქარი.
„საქართველოს ტაქსის მძღოლები სხვებზე ხშირად პოულობენ მანქანაში წამლებს და კომპიუტერებს.საქართველოში უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ქვეყნებში, ავიწყდებათ ფოტოკამერები დამტენ მოწყობილობებთან ერთად, სამგზავრო ჩანთები და ჩემოდნები - ალბათ ტურისტები თვალს ვერ წყვეტენ ფანჯარას, რომლიდანაც ასეთი ლამაზი პეიზაჟები იშლება. არსებობენ არასტანდარტული მგზავრებიც - ერთ ახალგაზრდას თბილისში დარჩა ქუდი, სჭვალსახრახნი და ნახატი ერთდროულად. მაგრამ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში არასდროს არ დავიწყებიათ ქოლგები, ღვინის ბოთლები და საქორწილო ბეჭდები.
როგორც ჩანს, დაკარგულ ნივთებზე ყველაზე მეტად ბავშვები დარდობენ. მხოლოდ ბოლო თვის განმავლობაში Yandex.Taxi-ს მხარდაჭერის სამსახურს სთხოვეს ეპოვათ 12 სათამაშო, ჩუპა-ჩუპსი და შოკოლადის კვერცხი”, აღნიშნულია Yandex.Taxi-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.