დღეს, 29 ივლისს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების აღსანიშნავად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მხარეები მოახდენენ "გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ შეთანხმების" პარაფირებას.
საქართველოს მხრიდან დოკუმენტის პარაფირებას მოახდენს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის სოფლის მეურნეობის დირექტორატის საერთაშორისო საკითხების დირექტრორი ნიკოლა ვერლე.
აღნიშნული ხელშეკრულებით ევროკავშირში დაცული იქნება საქართველოში წარმოებული 18 სახეობის ღვინის დასახელება, ესენია, ხვანჭკარა, ტვიში, ქინძმარაული, საფერავი, მუკუზანი და ა. შ., რაც შემდგომში ხელს შეუწყობს სხვა კატეგორიის პროდუქტების დაცვას.
ხელშეკრულება ასევე ხელს შეუწყობს, ახალ ინიციატივებს ტურიზმის სექტორში და წაახალისებს ახალ მარკეტინგულ წინადადებებს. შეთანხმების საშუალებით საქართველოს შეძლებს თავისი კანონმდებლობის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებში.
გეოგრაფიული სახელწოდებების სისტემა ევროკავშირის ხარისხის დაცვის პოლიტიკის ქვაკუთხედია და მიზანმიმართულად უწყობს ხელს სახელწოდებების რეგისტრაციას.
დღეისათვის ევროკავშირში დაახლოებით 3000 პროდუქტია რეგისტრირებული.