პრეზიდენტს მთავრობასთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე პარლამენტისთვის რატიფიცირებისთვის სამი სახის დოკუმენტის წარდგენის უფლება ექნება. აღნიშნულ საკითხს კონსტიტუციაში ცვილებების შეტანის პროექტი ითვალისწინებს.
ზოგადი პრინციპის თანახმად, დოკუმენტები პარლამენტს რატიფიცირებითვის მთავრობასთან შეთანხმებით წარედგინება, თუმცა გამონაკლისს წარმოადგენს სამი სახის დოკუმენტი, რომელსაც პრეზიდენტი პარლამენტს ერთპიროვნული გადაწყვეტილებით წარუდგენს. ეს დოკუმენტებია: ხელშეკრულება საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის, დოკუმენტი რომელიც ითვალისწინებს სამხედრო საკითხებს, დოკუმენტი რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
საკონსტიტუციო კანონპროექტის საზოგადოებრივი განხილვის ერთთვიანი ვადა დღეს პარლამენტში სამეცნიერო წრეებთან შეხვედრით დაიწყო. პროექტის სესიაზე განხილვა და მიღება უკვე შემოდგომიდან დაიწყება.