ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანი ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული ქალბატონი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, ქალს დაზიანებები მიღებული აქვს ხელისა და თავის არეში.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ქალმა მოძრაობის წესები დაარღვია და გზის გადაკვეთისას ავტომანქანას გადაურბინა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.