პრეზიდენტი დაპირებასამებრ 7 აგვისტოს ანაკლიაში ტურისტულ ინფრასტრუქტურას ოფიციალური პრეზენტაციას და ტურისტული სეზონის ოფიციალურ გახსნას გამოაცხადებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი ამავე დღეს, საქართველოს პრეზიდენტი განმუხურში ახალ ბულვარსაც გახსნის.
ცნობისთვის, 2009 წლის დასასრულს სააკაშვილმა პირობა დადო, რომ ანაკლიაში ტურისტული ინფრასტქრურტურის პრეზენტაციას 2010 წლის 1-ელ აგვისტოს მოაწყობდა.
"გპირდებით, რომ ზაფხულში, 1-ელ აგვისტოს ანაკლიაში გავხსნით პირველ სასტუმროებს 5-ვარსკვლავიანს და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი იქნება", _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2 "-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, სადაც მან 2009 წელი შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"ამ დროისთვის მესტიის გზა ჯერ არ იქნება დამთავრებული, მაგრამ ავიყვანთ ჩვენს სტუმრებს და ვასრიალებთ თავიანთი ოჯახებით. მესტია გახდება ევროპაში საუკეთესო სათხილამურო კურორტი. მარტო გზა არის გასაკეთებელი, დანარჩენი ყველა წარმოუდგენელი მონაცემებია", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამ დროისთვის არ სახელდება კონკრეტული ციფრები თუ რა ოდენობისაა ანაკლიასა და განმუხურში განხორციელებილი ინვესტიციები, თუმცა საუბარია რამდენიმე მილიონ დილარზე. უნდა აღინიშნოს, რომ ახალ ობიქტეზე ორასამდე მეტი ადამიანი დასაქმდება.