ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-12 რაუნდზე რუსეთი ქართული დელეგაციის მიერ გენერალური ასამბლეის მიერ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დევნილების დაბრუნების შესახებ მიღებული რეზოლუციის პროექტის გაეროში შეტანის წინააღმდეგ წავიდა. განცხადება ამის შესახებ გრიგორი კარასინის ნაცვლად რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ალექსეი დვინიატინმა გააკეთა. მისივე თქმით, მსჯელობა ტრადიციულ ფორმატში მიმდინარეობდა.
"მიგვაჩნია, რომ ამ რეზოლუციის პროექტი ჟენევაში მიმდინარე დისკუსიას აზიანებს", _ განაცხადა დვინიატინმა.
მისივე ინფორმაციით, რაც შეეხება დისკუსიათა ამ რაუნდის მიმდინარეობის ატმოსფეროს "იგი სამუშაო იყო და პრაქტიკულად ყველა დელეგაციის წევრები თავს იკავებდნენ აგრესიული რიტორიკისა და თავიანთი პარტნიორების მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების კეთებისგან", _ აცხადებს დვინიატინი.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-13 რაუნდი მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს გაიმართება.