ფოთის თეატრის ჭერის ნაწილი ჩამოინგრა.
არსებული ინფორმაციით, ფრაგმენტი ფოიეში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თეატრის ადმინისტრაციამ კულტურის სამინისტროს მიმართა და სპექტაკლებისა და ყველა სახის ღონისძიების დროებით შეჩერებას ითხოვს.
ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილს თქმით, თეატრში სამშენებლო სამუშაოები არაჯეროვნად შესრულდა.
ცნობისთვის, შენობა 2014 წელს გაიხსნა.