„ზუსტად ახლა კალინინგრადში მიმდინარეობს რაკეტების „ისკანდერების“ განთავსება იქ მუდმივი დისლოცირებისთვის. ეს ნიშნავს საფრთხეს არა მხოლოდ ლიტვისთვის, არამედ ნახევარი ევროპისთვისაც“, – განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ.
5 თებერვალს ლიტვის თავდაცვის მინისტრმა რაიმუნდას კარობლისმა განაცხადა, რომ რუსეთმა კალინინგრადის ოლქში განათავსა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები „ისკანდერი“. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმირ შამანოვმა.
მისი თქმით, „ისკანდერების“ სამიზნე იქნება რუსეთის საზღვრებთან განთავსებული უცხოური სამხედრო ინფრასტრუქტურა.