გერმანული კინოს აკადემიამ "ჩემი ბედნიერი ოჯახი" LOLA წარადგინა. ჩვენებები სპეციალური რეტროსპექტივის LOLA at Berlinale ფარგლებში - 18 და 21 თებერვალს დელფის ცნობილ კინოთეატრში გაიმართება, რის შემდეგაც მაყურებელი ფილმის შემქმნელებს შეხვდება. პროექტს LOLA at Berlinale სამი პარტნიორი ერთობლივად ახორციელებს: გერმანული კინოაკადემია, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი და გერმანული კინოს ფონდი.
„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ თბილისში მცხოვრები ქართული ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს, სადაც ერთ ჭერქვეშ 3 თაობის წარმომადგენლები ცხოვრობენ. სცენარი ნანა ექვთიმიშვილს ეკუთვნის. მთავარ როლებს მერაბ ნინიძე და ია შუღლიაშვილი ასრულებენ.
ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის "ჩემი ბედნიერი ოჯახი" ევროპული პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში Forum გაიმართა.
საუკეთესო რეჟისურისთვის სოფიას კინოფესტივალზე დაჯილდოვდა.
„ჩემი ბედნიერი ოჯახი" ლეჩეს ფესტივალის საუკეთესო ფილმი გახდა და მთავარი ჯილდო - ოქრის ზეთისხილის ხე გადაეცა.
ფილმი ასევე დააჯილდოვეს საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების, FIPRESCI-ს პრიზით.
ჰონ კონგის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან პრის მფლობელი გახდა. ფილმს ფესტივალის მთავარი ჯილდო "ცეცხლოვანი ფრინველი" გადაეცა.
2017 წელს „ჩემი ბედნიერი ოჯახის“ გლობალური დისტრიბუციის უფლება ნეტფლექსმა შეიძინა.
The New York Times-მა ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი იმ ცხრა ახალ რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ.