ევროპული კინოს ბაზრობაზე (EFM), რომელიც ბერლინის საერთაშორის კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება, საქართველოს სტენდს ამჯერად ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო "აწარმოე საქართველოში" და ეროვნული კინოცენტრი ერთობლივად წარმოადგენენ. საქართველოს პავილიონში ქართული ფილმების პრომოუშენის გარდა, საქართველოში გადაღებით დაინტერესებულ უცხოელ კინომწარმოებლებს გააცნობენ პროგრამას - „გადაიღე საქართველოში".
ახალი პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.
წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 17 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 1850 ადამიანს შეადგენს.