რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფების შესვლას რუსეთის არმიის შემადგენლობაში.
ამ ე. წ. შეთანხმებით, რუსეთი ასევე მედიკამენტებით უზრუნველყოფს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების ცალკეულ კატეგორიას.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მსგავსი შეთანხების გაფორმება საქართველოს ხელისუფლების გარდა, დაგმეს ევროკავშირმა და აშშ-მა.