საქართველოს მოლოდოვის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი მიხაი გიმპუ ეწვევა. აღნიშნულის შესახებ მოლოდვის პირველმა პირმა ქართულ დელეგაციის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, იგი ანაკლიაში იგი მოლდოველ ბავშვებს მოინახულებს, რომლებიც პატრიოტულ ბანაკში დაისვენებენ.
"მადლობა პრეზიდენტ სააკაშვილის და ქართულ დელეგაციას, რომ ჩვენი ქვეყნისთვის რთულ პერიოდში დაგვეხმარეთ. ჩვენ გვაქვს გამოთქმა - "კარგი მეგობარი გაჭირვების დროს გამოჩნდება", ჩვენმა ხელისუფლებამაც და ხალხმაც დაინახა ვინ არის მეგობარი და ვინ არა", - განაცხადა გიმპუმ.
მისივე თქმით, რუმინეთის შემდეგ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც მოლდოვას გაჭირვების დროს დაეხმარა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, მოლდოვაში სტიქიით დაზარალებული ოჯახის 170 ბავშვი ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში 6 აგვისტოდან დაისვენებს. ამასთან, ქართულმა მხარემ მოლდოვას ჰუმანიტარული ტვირთიც გაუგზავნა და დაზარალებული ერთი სოფლის აშენებას დაპირდა.