თბილისში, წერეთლის გამზირზე, შუახნის ქალი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ქალს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. მას ერთი არასრულწლოვანი შვილი და ხანდაზმული მშობლები დარჩა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ შსს-ში განცუხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.