აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს „დემოკრატიული პარტიის“ სასარგებლოდ მუშაობაში ადანაშაულებს. ტრამპმა განცხადება FBI-ის ხელმძღვანელობის წერილობით მოხსენებასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამოძიებისას დაფიქსირდა.
„FBI-ის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ, გამომძიებლებმა და იუსტიციის დეპარტამენტმა საგამოძიებო პროცესის პოლიტიზირება მოახდინეს დემოკრატების სასარგებლოდ და რესპუბლიკელების საწინააღმდეგოდ. ცოტა ხნის წინ ასეთი რამ წარმოუდგენელი იქნებოდა“, - წერს ტრამპი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.