Berlinale Talents ნეთვორქინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ბერლინალეს ინიციატივით ტარდება.
წელს პლატფორმის მონაწილე 3 ქართველი კინემატოგრაფისტი იქნება:
ანა სარუხანოვა - რეჟისორი
- რატი წითელაძე - რეჟისორი, პროდიუსერი
- ნინო ვარსიმაშვილი - სცენარისტი, პროდიუსერი
Berlinale Talents კინემატოგრაფისტებს შესაძლებლობას აძლევს დაესწრონ ვორქშოპებს და მასტერ კლასებს, მიიღონ მონაწილეობა პანელ დისკუსიებში და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინონ მათი პროექტები.
Berlinale Talents 17-22 თებერვალს ჩატარდება.