European Film Promotion-მა გამოაქვეყნა იმ ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების სია, რომელთაც ორგანიზაცია ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე (15-25 თებერვალი, 2018) კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს წარუდგენს.
ჟიურის გადაწყვეტილებით 10 ყველაზე ნიჭიერ ამომავალ ევროპელ ვარსკვლავს შორის ქართველი მსახიობი - მოხვდა, რომელიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს რეზო გიგინეიშვილის ფილმში "მძევლები".
ახალგაზრდა ვარსკვლავები 4 დღის მანძილზე (16-19 თებერალი, 2018) დაესწრებიან ვორქშოპებს, შეხვდებიან ექსპერტებს, რეჟისორებს, პროდიუსერებს, კასტინგის დირექტორებს, 19 თებერვალს კი Berlinale Palast-ში თითოეულ მათგანს პრესტიჟული ჯილდო - European Shooting Stars Award გადაეცემა.
ვროპელი ამომავალი ვარსკვლავების სია ასე გამოიყურება:
- Matilda De Angelis - Italy
- Alba August - Sweden
- Michaela Coel - United Kingdom
- Eili Harboe - Norway
- Irakli Kvirikadze - Georgia
- Franz Rogowski - Germany
- Matteo Simoni - Belgium
- Jonas Smulders - The Netherlands
- Réka Tenki - Hungary
- Luna Wedler - Switzerland
European Film Promotion-ის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, The European Shooting Stars 2018-ის ოფიციალურ მხარდამჭერთა შორის ეროვნული კინოცენტრიც არის.