გურჯაანის პირველ საჯარო სკოლაში 79 წლის მასწავლებელი გარდაიცვალა.
სკოლის დირექტორის ლელა ჯადუგიშვილის განცხადებით, დაწყებითი კლასის დამრიგებელი შეუძლოდ სასწავლო პროცესის დაწყებამდე გახდა.
„დილით სკოლაში მოვიდა. სამასწავლებლო ოთახში იყო და საუბრობდა, როდესაც ცუდად გახდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოვიძახეთ, თუმცა მის მოსვლამდე გარდაიცვალა. მიზეზი სავარაუდოდ გულის პრობლემაა. იზა ბეჟაშვილი ჩვენი ღვაწლმოსილი პედაგოგი იყო, სკოლაში დაახლოებით 40 წელი მუშაობდა“, - განაცხადა დირექტორმა.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.