პრეზიდენტი და საზოგადოება ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაზე ობიექტური გამოძიების პასუხს ელოდება, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას განუცხადა.
,,პრეზიდენტი და ჩვენ ყველა ველოდებით ობიექტურ გამოძიებას. ზოგადად, ასევე ვიტყოდით იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის კონტექსტი, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, ის რისკები, რომელიც ტერორიზმის სახით არა მხოლოდ საქართველოს, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოს აქვს. ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად და ეს პრობლემა რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემაა კიდევ ერთხელ ჩანს მიმდინარე მოვლენებით და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ არასწორ მოქმედებას, რომელ მოქმედებათა წყებაც უკავშირდება უშიშროების საბჭოს საკითხს და ახალ კონსტიტუციაში სრულიად სხვაგვარად დარეგულირებას. პრეზიდენტი და ჩვენ ყველა ველოდებით ობიექტურ გამოძიებას, რომელიც როგორც ვიცით, დაწყებულია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.