მორიგი ინციდენტი იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. უცნობმა პირებმა ქალაქ ნაბლუსის საგუშაგოსთან ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად ისარელის ერთი მოქალაქე დაიღუპა. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.