უძველესი ბრიტანული როკ-ჯგუფის, The Moody Blues წევრი რაი ტომასი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ პროსტატის კიბო გახდა. The Moody Blues ტომასმა 1964 წელს, მაიკ პინდერთან, გრემ ეჯემთან და დენი ლეინთან ერთად დააარსა. ის ჯგუფის ვოკალისტი იყო და ფლეიტაზეც უკრავდა. ჯგუფი ტომასმა 2002 წელს დატოვა.