ქუთაისის სასამართლომ დეპუტატ სოფო კილაძის მიმართ სარჩელი არ დააკმაყოფილა. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს მისივე აპარატის თანამშრომელი დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა.
ელგა ფოლადიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს სარჩელით მას შემდეგ მიმართა, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ იმ მიზეზით, რომ ის არ იყო იურისტი, სამსახურის დატოვება მოსთხოვა.
ფოლადიშვილის მტკიცებით, რეალურად დეპუტატი კომიტეტს საკუთარი კადრებით აკომპლექტებს.