საფრანგეთში 70 წლის ასაკში ცნობილი მომღერალი ფრანს გალი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. 2 წლის წინ მას სიმსიმნის დიაგნოზი დაუსვეს.
გალის მუსიკალური კარიერა 60-იან წლებში დაიწყო. 1965 წელს ის ევროვიზიის კონკურზე საფრანგეთის სახელით გამოვიდა და გაიმარჯვა. საერთაშორისო აღიარება მომღერალს 1987 წელს გამოშვებულმა ალბომმა მოუტანა, რომელიც ელა ფიცჯერალდს მიუძღვნა. გალმა კარიერა 1997 წელს დაასრულა.