კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიო კაკაოს მარცვლის დეფიციტის წინაშე დგას. დეფიციტის აღმოსაფხვრელად მწარმოებელმა ქვეყნებმა კაკაო ან სათბურში უნდა მოიყვანონ, ან კიდევ გენური ინჟინერიის საფუძველზე მიიღონ. შოკოლადის მწარმოებელი გიგანტური კომპანია Mars-ი კი არჩევანს გენურ ინჟინერიაზე აკეთებს.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები კომპანია Mars-თან ერთად, აღნიშნულ საკითხზე უკვე მუშაობენ. ისინი სწავლობენ მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც გენი CRISPR-ის გამოყენებით შესაძლოა, კაკაოს გარდაქმნა მოხდეს, რათა მან არსებულ კლიმატურ პირობებს გაუძლოს.
ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ 2050 წლისთვის არსებულ ტემპერატურას ვეღარ გაუძლებს და ამ დროისათვის ბუნებრივი კაკაო აღარ იარსებებს.