თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში ციხის ბუნტში ბრალდებულ ქალთა სასამართლო პროცესი განახლდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასამართლოში განუცხადეს, პროცესზე მსჯავრდებული პატიმრების დაკითხვა გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ქალთა ციხის ბუნტი გაზაფხულზე მოხდა. მასში მონაწილეობა 38 მსჯავრდებულ ქალს ბრალდება.
აღსანიშნავია, რომ განსასჯელი ქალების ადვოკატებმა დღეს შესაძლოა სპეციალური განცხადებაც გაავრცელონ.