„ოქროს გლობუსის“ 75-ე დაჯილდოება ლოს-ანჯელესში დღეს გაიმართება. საზეიმო ცერემონიაზე 1500-მდე ადამიანია მიწვეული. მას წელს Late Night-ის წამყვანი სეთ მეიერსი წაიყვანს.
საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში „ოქროს გლობუსისთვის” სტივენ სპილბერგი, გილერმო დელ ტორო, რიდლი სკოტი, მარტინ მაკდონაჰი და კრისტოფერ ნოლანი იბრძოლებენ.
ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „გლობუსის” მოპოვების შანსი აქვთ: მერილ სტრიპს, სალი ჰოუკინსს, ჯესიკა ჩესტეინს, ფრენსის მაკდორმანდსა და მიშელ უილიამსს. მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელთა ნომინანტების ხუთეული ასეთია: გარი ოლდმანი, ტიმოტე ჩალამეტი, დენიელ დეი ლუისი, ტომ ჰენქსი და დენზელ უოშინგტონი.
საუკეთესო ფილმის კატეგორიაში კი წარდგენილია: „მომმართე შენი სახელით,” „ფოსტა,” „წყლის ფორმა,” „სამი ბილბორდი ებინგ, მისურის გარეთ” და „დანკირკი“.