საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისთვის განათლების სფეროს მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ უკანასკნელზე მნიშვნელოვანი დარგი საქართველოსთვის არ არსებობს. ამიტომ, სააკაშვილის განცხადებით, სახლემწიფო ყველაფერს გააკეთებს, ბოლო კაპიკს, თეთრს გამოიყენებს, იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს განათლების სისტემაში დასაქმებულ ადამიანებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
"ჩვენი განათლება არის სტრატეგიული, პრიორიტი ქვეყნის. ამაზე უფრო მნიშვნელოვანია დარგი შუძლებელია გვქონდეს. ყველა სახლემწიფო უწყება მოწოდებულია თქვენ მაქსიმალურად ხელი შეგიწყოთ, მაგრამ თქვენ ამ სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებისგან ველით კვალიფიკაციის მკვეთრად ამაღლებას. დღევანდელი სტანდარტები არ პასუხობს ხვალინდელი საქართველოს მოთხოვნებს. ეს არ არის პედაგოგების ბრალი და არც სისტემის, სახელმწიფო პოლიტიკა მთლიანად ჩამოშლილი იყო. ახლა სახლემწიფო ყველაფერს გააკეთებს, ბოლო კაპიკს, თეთრს გამოიყენებს, რომ ხელი შეუწყოთ სისტემაში დასაქმებულ ხალხს, რომ ბერად უფრო კარგად იყვნენ მომზადებულები, მატერიალურად უზრუნველყოფილები, მეთოდლოგიური ინსტრუმენტებით და ასევე, შესაბამის ცოდნის მიღების საშუალებით", - განაცხადა პრეზიდენტმა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.