"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" უახლოეს დღეებში შიდა და საგრეო პოლიტიკის და ეკონომიკის კუთხით მომზადებულ პროექტებს წამოადგენენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა.
"ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკის განვითარება აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიამ საკუთარი ხედვა შეიმუშავა და საზოგადოებას პროექტების სახით წარვუდგენთ. პროექტების პრეზენტაცია უახლეს დღეებში გაიმართება", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტების დახვეწაზე მუშაობა თითქმის უკვე დასრულებულია.