საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე "კომპიუტერიზაციის" პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "არც ერთი მოსწავლე ისე არ უნდა გამოვიდეს სკოლიდან, რომ კომპიუტერი არ იცოდეს, მინიმალურ დონეზე მაინც". განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე უწყების მმართველი, დიმიტრი შაშკინი და დეპარტამენტების ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ "კომპიუტერიზაციის მაჩვენებლებით" აღმოსავლეთ ევროპის დონეს მიაღწია, თუმცა მისსივე თქმით, პრობლემა ისაა, რომ სკოლებში კომპიუტერები პრაქტიკულად, სამუზეუმო ექსპონატებად არის ქცეული:
"სკოლის დონეზე ჩვენ მოვახდინეთ კომპიუტერიზაცია და მითხრეს, რომ 20 მოსწავლეზე მოდის ერთი კომპიუტერი, ანუ მივაღწიეთ აღმოსავლეთ ევროპულ მაჩვენებელებს, მაგრამ გამოგვრჩა ერთი რამ, ეს კომპიუტერები პარაქტიკულად მუზეუმებად არის ქცეული. სამუზეუმო ოთახებად, რომლის გაღებისაცც კი ეშინოდათ დირექტორებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, იგი მიესალმება სამინისტროს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ყველა სკოლის დირექტორი, რომელიც ბავშვებს კომპიუტერებით სარგებლობის ნებას არ აძლევს, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლონ.
"მე მივესალმები სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ ყველა დირექტორი, რომელიც არ ასარგებლებს ბავშვებს და არ უხსნის კომპიუტერების შესაძლებობეს, საერთოდ უნდა გათავისუფლდეს სამსახურიდან. ჩვენ უნდა გავუხსნათ კომპიუტერების ოთახები ბავშვებს არა მხოლოდ სწავლის დროს, არამედ ღია იყოს და სკოლის შემდეგ ბავშვები შევიდნენ და ითამაშონ კომპიუტერული თამაშები, ასე ხდება კომპიუტერის სწვალა. ინტერნეტში ათას სხვა რაღაცას იპოვის, გარდა სასკოლო პროგრამებისა", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ეს პროგრა საპილოტოდ, პირველივე კლასებიდან ამუშავდება.
"მთავრიაA სპეციალისტები მოვამზადოთ. არც ერთი მოსწავლე ისე არ უნდა გამოვიდეს სკოლიდან, რომ კომპიუტერი არ იცოდეს მინიმალურ დონეზე მაინც", - განაცხადა პრეზიდენტმა.