საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული განათლების სიტემა მაინც არ აკმაყოფილებს იმ თანამედროვე გამოწვევბეს, რომელიც საქართველოს და ქართველ ხალხს აქვს. მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს მოდერნიზაცია სჭირდება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც უწყების ხელმძღვანელ დიმიტრი შაშკინითან ერთად, დეპარტმანტების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.
"რეფორმები არის, როგორც ველოსიპედი, როგორც კი პედალს გააჩერებ იქვე ჩამოვარდები. რაღაც პერიოდში ჩვენ ერთიანი ეროვნული გამოცდის შექმნით დავკმაყოფილდით, მაგრამ ამან მხედველობიდან გამოგვატოვებინა სასწრაფო საკითხები, რომლებზეც ახლა მოტრიალება უფრო რთულია, მაგრამ უნდა გავაკეთოთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.