საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განათლების და მეცნიერების სამინისტროს "მოწესრიგებულობით და თანამედროვე მოწყობით" კმაყოფილია. მისი თქმით, იგი ხედავს, რომ განათლების სამინისტროში იგრძნობა ახალი სულისკვეთება და რეფორმებისთვის მზადყოფნა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც მინისტრი, დიმიტრი შაშკინი და დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ
"გამიხარდა ამ სამინისტროში შემოსვლა, რადგანაც შიგნით მოწესრიგებულია და თანამედროვედ არის მოწყობილი. ეს ასევე აისახება არამხოლოდ თანამშრომლების ხარისხსზე, ასევე გამოხატავს ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას თავის საქმისადმი. ამის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუნდაც ის თუ როგორ თანამედროვედ არის გაკეთებული შენობა, როგორი ტექნიკაა, როგორ ხდება ხალხთან ინტერაქცია. ჩვენ ვნახეთ როგორ ხდება პორტალებიდან კითხვების დასმა და მასზე პასუხის გაცემა. სამინისტროში იგრძნობა ახალი სულისკვეთება და რეფორმებისთვის მზადყოფნა", - განაცხადა პრეზიდენტმა.