დღეს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეწვევა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პრეზიდენტი სამინისტროში განათლების მინისტრს დიმიტრი შაშკინს და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სამინისტროებში შეხვედრების გამართვის გადაწყვეტილება 18 ივლისს მთავრობის სხდომაზე მიიღო. იგი გუშინ სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე სტუმრობდა.