პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" პირველ რეგიონალურ ორგანიზაციას სამეგრელოში დააფუძნებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, უკვე გადაწყვეტილია, რომ სექტემბრის დასაწყისიდან რეგიონალური ორგანიზაციების დაფუძნება დასავლეთ საქართველოდან დაიწყება და ეტაპობრივად მთელ საქართველოს მოიცავს.
"ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პირველი რეგიონალური ორგანიზაცია სექტემბრის დასაწყისში სავარაუდოდ სამეგრელოში დაფუძნდება. მანამდე კი აგვისტოს მეორე ნახევრიდან პარტიის ლიდერები რეგიონებში ჩავლენ და მოსახლეობას შეხვდებიან, ასევე პარტიული ოფისების გახსნასთან დაკავშირებით საორგანიზაციო საკითხებს გაეცნობიან", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პეტრიაშვილმა.