25 დეკემბერს, 16:30 საათზე - ბამბის რიგში (კინოს მოედანზე) ნაძვის ხეების ტრადიციული ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ქართველი დიზაინერების საახაწლო გამოფენა, რომელიც თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, მეიდან ჯგუფისა და თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზებით ტარდება.
ქართველი დიზაინერების და ხელოვანების მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი დიზაინის ნაძვის ხეები 31 დეკემბრამდე იქნება წარმოდგენილი თბილისის ისტორიის მუზეუმში "ქარვასლა", მეიდან ჯგუფის საღონისძიებო სივრცეში.
პროექტში მონაწილეობენ: Fashion House Lasha Jokhadze, Iko - Leather Handmade Accessories, ალექსანდრე გოცი • Alexander Gotsi, M.G., , Janini / ჯანინი , Ethéré Accessoire, Shavdia , Georgian Felt, Nutsa's accessories-nutsa lomadze, Keti Mekerishvili, Mimosaa, Pepela Wooden Bow Ties, Mari Zet Handmade , ART salon "Lika" , Leila ArtGalerea, Konstantin Tedeluri.