სომხეთი მზად არის მოლაპარაკებები განაგრძოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც მხარეებმა პეტერბურგში გამართულ სოხეთისა და Aაზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრაზე მიაღწიეს. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა განაცხადა.
სომხეთის ლიდერის თქმით, "ამ მომენტისათვის სანქტ-პეტერბურგის შეხვედრის დროს მომზადებული წინადადებები მოლაპარაკებათა მაგიდაზე დევს, რომელთა მიმართ სომხეთმა და აზერბაიჯანმა თავიანთი პოზიციები უნდა გამოხატონ. მოლაპარაკებები მას შემდეგ გაგრძელდება, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეუთოს მინსკის ჯგუფის წინადადებას მიიღებს",_ აღნიშნა სარქისიანმა.
სომხეთის პერზიდენტის თქმით, ამ დროისათვის მოლაპარაკებები გრძელდება და მისი აზრით, ის წინადადებები, რომლებიც სანქკ-პეტერბურგში გაკეთდა, შესაძლებლობას იძლევა მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდეს.