საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უწყებებში პატრიოტი, პროფესიონალი ადამიანები უნდა მუშაობდნენ.
პრეზიდენტის თქმით, მათი მეშვეობით უნდა დაადგეს საქართველო "სინგაპურიზაციის" გზას. ამის შესახებ სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ნიკოლოზ გილაურიც ესწრებოდა.
"ჩვენი მუშაობა იზომება იმით, თუ რა გავაკეთეთ უფრო აქტიურად დღეს, ვიდრე გუშინ. კაბინეტებში არ გვჭირდება სკამის გამთბობი ბიუროკრატები, სივრცის შემვსები ადამიანები. გვჭირდება ანთებული, პატრიოტი პროფესიონალები, რომლებიც ყოველდღე იფიქრებენ იმაზე, რა ახალი იდეა შევთავაზო, უკეთესად როგორ ვიმუშაო, ახალი ინვესტორი მოვიზიდო, რომ საქართველო მართლა დაადგეს სინგაპურიოზაციის გზას და ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს", - განაცხადა სააკაშვილმა.