საკონსტიტუციო პროექტის საზოგადოებრივი განხილვის ჯგუფს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს, ხოლო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი ამ კომისიაში დავით ბაქრაძის მოადგილე იქნება. ამის შესახებ განცხადებები დღეს პარლამენტში ბაქრაძესა და დემეტრაშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დღეს დადგენილებით უნდა დაამტკიცოს აღნიშნული კომისიის შექმნა. რაც შეეხება კომისიას, კანონის თანახმად, კომისიაში უმრავლესობით უნდა იყოს წარმოდგენილი ოპოზიცია, თუმცა კომისის წევრთა რაოდენობა კანონით არ არის განსაზღვრული.
დემეტრაშვილის განმარტებით კი, ბაქრაძესთან შეთანხმდა საკითხი, რომ კომისიაში შევლენ სახელმწფო საკონსტიტუციო კომისიის სარედაქციო საბჭოს წევრევბი თითქმის სრული შემადგენლობით.
დემეტრაშვილი და ბაქრაძე იმედოვნებენ, რომ საზოგადოებრივი განხილვისთვის შემქნილი კომისიის მუშაობა ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავად სახელმწიფო კომისიის მუშაობა. ამასთან, დემეტრაშვილის თქმით, 16-17 სექტემბერს საქართველოში ჩამოვა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობა და იგი იმედოვნებს, რომ ამ დროისთვის საზოგადოებრივი განხილვის კომისიას მუშაობა უკვე დასრულებული ექნება.
რაც შეეხება თავად პროექტს, დემეტრაშვილის თქმით, შეთანხმებულია, რომ საკითხთა გარკვული ნაწილი ძალაში შევა 2011 წლის 1-ლი იანვრიდან, ხოლო კონსტიტუციის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2013 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ფიცს დადებს. პარლამენტის თავმჯდომარეც და საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელიც აქცენტს აკეთებენ პარლამენტის როლის გაძლიერებაზე, თუმცა, დემეტრაშვილის თქმით, შესაძლოა, საპარლამენტო განხილვისას პარალმენტის როლის კიდევ უფრო გაძიერებისთვის გარკვეული კორექტივები კიდევ შევიდეს.