პარლამენტმა დაამტკიცა დადგენილების პროექტი, რომლითაც საკონსტიტუციო პროექტის საჯარო-საზოგადოებრივი განიხილვის ჯგუფი და მისი შემადგენლობა განისაზღვრა. აღნიშნული ჯგუფის თავმჯდომარე იქნება პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე, მოადგილეები _ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ავთანდილ დემეტრაშვილი და დეპუტატი პავლე კუბლაშვილი.
ჯგუფი 36 წევრისგან შედგება და ესენი არიან: დეპუტატები ლაშა თორდია, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ვეფხვაძე, გიორგი თარგამაძე, ჰონდი ბაღათურია, გია თორთლაძე, ნიკოლოზ ლალიაშვილი, გიორგი ახვლედიანი, პაატა დავითაია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ჩახვაძე რატი მაისურაძე, კახა ანჯაფარიძე, აკაკი მინაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ნუგზარ წიკლაური, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი, ფონდ "ალპეს'' წარმომადგენელი მერაბ ბასიალაია, ფილოსოფიის დოქტორი დავით აფრასიძე, აკადემიკოსი ლევან ალექსიძე, იურისტი გია გეწაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი ქეთევან ქოქრაშვილი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი სოსო ცინცაძე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორები: ვასილ გონაშვილი, ზურაბ დავითაშვილი, ნინო ჭიღლაძე, კახი ყურაშვილი, პროფესორი გიორგი კვენჩხელიძე, პროფესორები მალხაზ მაცაბერიძე, გია ნოდია და დავით კერესელიძე.