პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი გაუგებრად მიიჩნევს ოპოზიციის მოთხოვნას, რომ საკონსტიტუციო პროექტი შემდეგი მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცოს. ამის შესახებ განცხადება მაჭავარიანმა რიგგარეშე სესიაზე საკონსტიუციო პროექტის საზოგადეობრივი განხილვისათვის საორგანზიაციო ჯგუფის შექმნის საკითხის განხილვისას გააკეთა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია ოპოზიციის ის მოთხოვნა, რომ საკონსტიტუციო პროექტი ორი მოწვევის პარლამენტმა განიხილოს და შემდეგი მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცოს.
"ბარემ ეს პროექტი მარსზე გავაგზავნოთ და იქიდან რომ მოგვივა პასუხი, მერე დავიწყოთ განხილვა", - აცხადებს მაჭავარიანი და დასძენს, რომ ოპოზიციის ეს მოთხოვნა ჯდება ზოგადად ოპოზიციის იმ პოლიტკაში, რომ ისინი "თავიანთ მატარებელზე ყოველთვის აგვიანებენ და სურთ ჩვენც ჩამოვრჩეთ".
მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეიცვლის.
"ეს გადაწყვეტილებები ქვეყანას წაადგება და თუკი ოპოზიციის ნაწილს არ სურს ქვეყანაში პროცესების განვითარება, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მაინც უნდა მივიღოთ, რაც არ უნდა გვიჭირდეს", - განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ოპოზიციამ საგანგებო გაცხადება შეიმუშავა იმასთან დაკავშირებნით, რომ საკონსტიტუციო პროექტის ნაჩქარები განცხილვა არ უნდა მოხდეს. აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან დღევანდელ სესიაზედაც დაისვა.