ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვენაში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ავსტრიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გიორგი ბარამიძე შეხვედრას გამართავს ეუთო-ს გენერალურ მდივანთან მარკ ბრიშამბოსთან.
შეხვედრებზე ვიცეპრემიერ-მინისტრი ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებსა და ამ მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ქმედებების აუცილებლობაზე.