23 ივლისს, საქართველოს ხელისუფლება მოლდოვას სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში საქართველო მაშველებსა და ჰუმანიტარულ ტვირთს გაგზავნის.
ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა, ლადო ვარძელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაზარალებულ 100 მოლდოველ ბავშვს ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში დაასვენებენ.
"ჩვენ მათ 10 დღის განმავლობაში ვუმასპინძლებთ, რათა დაისვენონ და სტრესი ნაწილობრივ მაინც მოეხსნათ", - აღნიშნა ვარძელაშვილმა.
მოლოდოვასთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის დავალება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წარმომადგენლებს გუშინ, მთავრობის სხდომაზე მისცა.
პრეზიდენტის თქმით, ქართული მხარე სტიქიით დაზარალებულ მოლდოვას ქართულ სოფელსაც აუშენებს.