საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პოლონეთის ქ. კარპაჩის ინდუსტრიულ ფორუმში, სადაც ფორუმის მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნეს.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა. მან ადგილობრივ პოლიტიკოსებს და ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოტენციალის და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მნიშვნელოვან პოზიციებზე ისაუბრა.
კონფერენციაზე სიტყვით ასევე გამოვიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. მან ფორუმის მონაწილეებს გააცნო აჭარაში არსებულ საინვესტიციო გარემო და ტურისტული შესაძლებლობები.
ფორუმს პოლონელი პოლიტიკოსები და ბიზნეს წრეების წარმომადგნელები დაესწრნენ.