საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმს ხვალ გამოაქვეყნებს. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის ჩაინიშნება არჩევნების მეორე ტური. როგორც ცნობილია, მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია.
საარჩევნო კომისია შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ იმ ინციდენტებზე იმსჯელებს, რასაც ადგილი ჰქონდა 9 დეკემბერს გამართულ არჩევნებზე.